სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერეთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა არგონავტიკის მუზეუმში „იმოგზაურეს“
14-11-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის გახალისებასა და გამრავალაფეროვნებას. კლასიკური სასწავლო გარემოდან პედაგოგები მოსწავლეებს ხშირად უტარებენ გაკვეთილებს არაფორმალურ გარემოში. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად საინტერესო გასვლითი აქტივობა ჩატრდა მეექვსე კლასში, რომლის ფარგლებში მოსწავლეები არგონავტიკის მუზეუმს ეწვივნენ.  

„მე-6 კლასის დამრიგებელმა ნატო ენუქიძემ და მოსწავლეებმა, მშობლებთან კლასის საათი ჩაატარეს არაფორმალურ გარემოში, რომლის ფარგლებშიც  დაუვიწყარი დღე გაატარეს ქ. ქუთაისში, არგონავტიკის მუზეუმში, სადაც გემი „არგო“ იხილეს.

აღსანიშნავია, რომ პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ არაჩვეულებრივი ლექცია ჩაუტარა მოსწავლეებს. ეს წარუშლელი შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვებათ მე-6 კლასელებს. მოსწავლეებმა იხილეს უნიკალური ექსპონატები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალით მდიდარი ღია მუზეუმი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება