სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მედანის თემის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი კვება - ჯანსაღი ორგანიზმის საწინდარია“ განხორციელდა
11-11-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „ჯანსაღი კვება-ჯანსაღი ორგანიზმის საწინდარია“ განხორციელდა. 

 პროექტი მიზნად ისახავდა, სკოლისა და თემის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაბალანსებულ კვებაზე, ყოველდღიური რაციონის სწორად შერჩევასა და სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი მოხმარებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.

ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სწრაფი კვების ობიექტში იმყოფებოდნენ, რათა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაენახათ და ხაზი გაესვათ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ერთ-ერთ აქტივობად ააგეს კვების პირამიდა, შეაფასეს რამდენად სწორად განალაგეს პროდუქტები და მოისმინეს მასწავლებლების რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ.
ბოლოს, უფროსკლასელების დახმარებით, ჯანსაღი საკვები დაამზადეს.

პროექტის ხელმძღვანელები ირმა ჩალიგავა, ცირა სალია და სოფიკო მიქენა არიან. 

„დღეს ნახევარფაბრიკატებისა და გადამუშავებული პროდუქტების მრავალფეროვნებამ,სწრაფმა ურბანიზაციამ და მისი გავლენით ჩამოყალიბებულმა ცხოვრების წესმა თანამედროვე ადამიანის კვების რეჟიმში ბევრი არაჯანსაღი ცვლილება შეიტანა. კალორიულმა საკვებმა, ცხიმმა, შაქარმა და მარილმა ჩვენს რაციონში შეამცირა ხილი, ბოსტნეული და ბოჭკოვანი საკვები.
ყველა ადამიანმა უნდა გაათვითცნობიეროს,რომ ჯანსაღი კვება აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს“,-ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება