სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა, ნათელა ბარამიძემ მასწავლებლის სახლის გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გაიარა
11-11-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2009 წლიდან მოქმედებს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადების ხელშეწყობა.  

ქვეპროგრამის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით, 2016 წლიდან ხორციელდება პროექტი - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.

კონკურსის წესით, რეგიონებიდან შერჩეულია ინკლუზიური განათლების 30 სპეციალისტი, მათ შორის არის შუაგორას საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ნათელა ბარამიძე, რომელმაც წარმატებით გაიარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი.

მას უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით თბილისის ყველაზე წარმატებული სკოლა და გაუზიარებს გამოცდილებას. 

შუაგორას საჯარო სკოლა მადლობას უხდის ნათელა ბარამიძეს აქტიურობისთვის და უსურვებს წარმატებებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება