| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში შემოდგომას პომპეზური ღონისძიება მიეძღვნა.
მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს, წარმოთქვეს ლექსები შემოდგომაზე, შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა;
ღონისძიებას წამყვანები - დაწყებითი კლასის მასწავლებლები - ელისო გურგენიძე, ლენა ციცვიძე და ლანა ჭყოიძე ხელმძღვანელობდნენ.
„ხიდრის საჯარო სკოლაში გაიმართა შემოდგომის პომპეზური გაცილება. ღონისძიების მონაწილეებმა გზა დაულოცეს ბარაქიან, ტკბილ შემოდგომას, ფართოდ გაუღეს კარები თეთრწვერა ზამთარს, რომელსაც თავისი ხიბლი აქვს და მალე გვესტუმრება“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა