სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სოფელ ასურეთში შემეცნებითი ლაშქრობა მოაწყეს
10-11-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა პედაგოგების - ნანა თეგაძისა და ნინო ხაინდრავას ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს საკუთარი სოფლის შემოგარენი და ისტორიული ადგილები შეესწავლათ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი სოფელ ასურეთში შემეცნებითი ლაშქრობა მოაწყვეს.

აღნიშნულ შემეცნებით აქტივობაში შემდეგი მოსწავლეები: ნუცა პატიაშვილი, შოთა აბულაძე, ირინა კედელაშვილი, მალხაზი გელაშვილი, დიმიტრი მჭედლიძე, ირინა პატიაშვილი და ილია გელაშვილი მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ შეგვესწავლა საკუთარი სოფლის შემოგარენის, ისტორიული ადგილების თეორიული შესწავლა, შემდგომ, პრაქტიკული გაცნობა. სოფლის წარსულის გაცოცხლება და ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობისთვის მისი შეხსენება.

ჩვენი სოფელი არის ასურეთის თემში, ამიტომ გადავწყვიტეთ ლაშქრობა ასურეთში. მოსწავლეებთან ერთად მოვიძიეთ მასალა ისტორიული წყაროებიდან ასურეთში მცხოვრები გერმანული კოლონიების ცხოვრების შესახებ და დავგეგმეთ მარშრუტი.

ჩვენი მიზანი იყო გავცნობოდით ასურეთში მცხოვრები გერმანული წარმოშობის, კერძოდ შვაბების ცხოვრებას, მათ მემკვიდრეობით კულტურას

ლაშქრობის მარშრუტი შავსაყდარი-ასურეთი-შავსაყდარი, საკმაოდ საინტერესო გამოდგა ჩვენი მარშრუტი. დავათვალიერეთ „ელიზაბედთალის“ ქუჩა, რომლის დაარსების თარიღად 1818 წელია განსაზღვრული, ერთ დროს ერთ-ერთი დიდი, მდიდარი და გამორჩეული გერმანული დასახლება ყოფილა. აქაა სახლები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო, ვიურტ ემბერგელმა შვაბებმა ააგეს. როგორც ჩანს, მათი მიზანი იყო სივრცე ყველაზე ეფექტურად და რაციონალურად აეთვისებინათ, გერმანელები საცხოვრებელ სახლებს ნათალი ქვით აგებდნენ, ღრმა სარდაფებით, მაღალი, ვიწრო სამკუთხა ფრონტონიანი ფასადებით, რომელსაც ქართული ხის მოხარატებული აივნებითა და ვერანდებით რთავდნენ.

დავათვალიერეთ გერმანელი შვაბების სასაფლაო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღირებულია საქართველოში. სასაფლაოს ქვებზე არის წარწერები, ორნამენტები, დეკორატიული მონახაზები.

დავათვალიერეთ აგრეთვე ლუთერანული ეკლესია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო (კირხე), ეკლესიის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩატარდა, ეკლესია დროთა განმავლობაში იყო კინოთეატრი, შემდეგ წისქვილი, მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის მიერ აღდგენილია ეკლესია, მოხდა კედლების გამაგრება და შემდეგ უკვე მასიური გუმბათის დადგმა.

მიუხედავად დატვირთული მარშრუტის ყველა აღფრთოვანებული და კმაყოფილი დავრჩით, ჩვენ გარშემომყოფთ ურჩევთ ეწვიონ და დაათვალიერონ სოფელი ასურეთი“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება