| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის ქართული სექტორის V-VI კლასის მოსწავლეებს გასვლითი აქტივობა ჩაუტარდათ.
ისინი ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, კლასის დამრიგებლის ნათია ჩხეტიანის და ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგის მთვარისა ლეთოდიანის ხელმძღვანლობით, იმყოფებოდნენ.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ისტორიულ რელიქვიებსა და ექსპონატებს. მათ დაათვალიერეს უძველესი ქვის და მიწის დასამუშავებელი იარაღები, ბრინჯაოს ხელცულები, საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი და თავიანთ შთაბეჭდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს.
შემდეგ ისინი ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა გაისეირნეს ბუნების წიაღში, ისხდნენ ატრაქციონებზე, ითამაშეს ფეხბურთი სპორტულ მოედანზე.
„ასეთი გასვლითი აქტივობები ბავშვებისთვის იყო საინტერესო და უკან შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ. სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელს ნათია ჩხეტიანს და ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგს მთვარისა ლეთოდიანს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა