სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგთა ოთხეტაპიანი პროექტი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ქალიშვილების საფლავის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, დასრულდა
10-11-2022
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლაში სხვადასხვა პროექტები ხშირად ტარდება.

ამჯერად, 23 ოქტომბერს სკოლის ოთხეტაპიანი პროექტი - „ვაჟა-ფშაველას ქალიშვილების - თამარ და მარიამ რაზიკაშვილების საფლავის მოვლა“ დასრულდა. პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პედაგოგებმა ვაჟა-ფშაველას ქალიშვილების საფლავი მოძებნეს.

მოსწავლეებმა პროექტის მეოთხე ეტაპზე დიდი მწერლის შვილების საფლავებს მოუარეს და დაასუფთავეს. ასევე, პროექტის ფარგლებშივე მათ საფლავებს, შთამომავლები მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ.

„თამარ და მარიამ რაზიკაშვილების საფლავს  ეწვივნენ პოეტის შთამომავლები გორიდან, ვაჟა-ფშაველას ვაჟიშვილის - ლევან რაზიკაშვილის შვილთაშვილი მინდია გოდერძიშვილი ოჯახით. ბატონმა მინდიამ მარადმწვანე ხის ნერგი დაურგო ძვირფას წინაპრებს საფლავზე; მაგრანეთში ჩამობრძანდნენ: ბაჩანას შვილთაშვილი ქ-ნი ლელა რაზიკაშვილი, ჩარგლიდან გვესტუმრა ნინო რაზიკაშვილი. სამეფო არხის ჟურნალისტები: ქ-ნი ნაზი სარჯველაძე და ბატონი მიხეილ ანდღულაძე,  მამა ნეოფიტე (პირველი ქართველი მოწამე, მეფე არჩილის ტაძრის მოძღვარი). მან პანაშვიდი გადაუხადა ვაჟას ქალიშვილებს.

ღონისძიებაზე მობრძანდნენ: მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ქ-ნი ციცინო გაბიდაური, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბ-ნი ირაკლი ზვიადაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი ლევან წიკლაური, საკრებულოს თანამშრომლები, დუშეთიდან: ბ-ნი ბაბუა ალუდაური, ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი, ასევე სტუმრად იყვნენ ბოჭორმის სკოლის მეგობრები და გულშემატკივრები.

მადლობა ყველას მობრძანებისთვის და გვერდში დგომისთვის“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება