სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აკვარელის საღებავი ბუნებრივი მასალებისაგან“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბმა საინტერესო პროექტი განახორციელა
10-11-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი აქტიურად მუშაობს. 

ამჯერად, მკვლევართა კლუბმა პროექტი - „აკვარელის საღებავი ბუნებრივი მასალებისაგან“, განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კლუბი თავისი მუშაობის დროს, აქცენტს აკეთებს ისეთი ექსპერიმენტების ჩატარებაზე, რომელთა რეაგენტები იაფია, ყოფაცხოვრებაშიც გამოიყენება, ბუნებაშიც მრავლად არის და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

მას შემდეგ, რაც კლუბმა განახორციელა პროექტი - „ბუნებრივი ინდიკატორები“, კლუბის წევრებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ გაეზარდათ ბუნებრივი მასალების გამოყენების დიოპაზონი. კლუბის რამდენიმე წევრი კარგად ხატავს, მათ გაუჩნდათ იდეა - ხომ არ შეიძლება აკვარელის საღებავები ბუნებრივი მასალებისგან დაემზადებინათ.

პროექტის მიზანი იყო აკვარელის საღებავების დასამზადებლად გამოყენებული ბუნებრივი მასალების შესწავლა და გამოკვლევა.

მათ მიზნის შესასრულებლად დასახეს და განახორციელეს ამოცანები:

  • შეისწავლეს აკვარელის საღებავების დამზადების შესაძლებლობა ბუნებრივი მასალებისაგან;
  • შეისწავლეს აკვარელის საღებავების დამზადების მეთოდიკა ბუნებრივი მასალებიდან.

გარდა ამისა, ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა - აკვარელის საღებავების დამზადება შესაძლებელია მხოლოდ ბუნებრივი მასალებიდან:

ჰიპოთეზის შესამოწმებლად დასახეს პროექტის განხორციელების გზა:

  • თეორიული ნაწილი:

- საღებავების სახეები და მათი გამოგონების ისტორია;

- აკვარელის საღებავის წარმოების ალგორითმის შემუშავება და მასალების არჩევის კრიტერიუმები.

  • პრაქტიკული ნაწილი

 -საღებავების მოპოვება ბუნებრივი მასალებიდან.

- საღებავების დამზადება. სხვადასხვა მცენარეთა ნაყოფების, ფოთლების  წვენიდან, ხის წებოსაგან და თაფლისაგან მიღებული საღებავი იაფია, ეკოლოგიურად უსაფრთხო. 

განხორციელებული პროექტით, კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2022“ მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი იყო „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ ფარგლებში, ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ჟიურის გადაწყვეტილებით, კლუბი ,,ანაბასისი“ საუკეთესო კლუბების სამეულში მოხვდა.

კლუბის ლიდერი ქეთევან ედიბერიძეა, პროექტში მონაწილე მოსწავლეები კი: ნიკოლოზ ცხადაძე, ანი კობერიძე, ანასტასია ჯუღელი, იოსებ ჩუბინიძე. კლუბს გადაეცემა ილიაუნის წიგნის სახლის „ლიგამუსის“  ვაუჩერი.   

„პროექტში ჩაერთნენ მშობლები, ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე. იდეა გავაცანით ზესტაფონის სამხატვრო გალერიის თანამშრომელს მანანა კოღუაშვილს. პროექტმა ახალი იდეები გაუჩინა კლუბის ,,მხატვარ“ წევრებს. დაგეგმილი აქვთ კლუბის მეცადინეობებზე დაამზადონ ფერწერაში გამოყენებული სხვა საღებავები გუაში, ტემპერა, ზეთიანი საღებავები. ,,არამხატვარ“ წევრებს ბუნებრივი მასალების კიდევ უფრო მეტი კვლევის სურვილი გაუჩინ და ახალი პროექტის იდეა უკვე აქვთ.
მიმოვიხედოთ ირგვლივ! ბუნება გვკარნახობს იდეებს, როგორ გავამრავალფეროვნოთ ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები. შევისწავლოთ , დავიცვათ ჩვენი გარემომცველი გარემო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება