სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აჩუქე წიგნი, შექმენი კლასის ბიბლიოთეკა“ - გავაზის საჯარო სკოლის მე-9 კლასში წიგნის ჩუქების ტრადიცია დაინერგა
10-11-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ, ბავშვებს წიგნს აყვარებენ და ასწავლიან კითხვის კულტურას. 

სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი - „აჩუქე წიგნი, შექმენი კლასის ბიბლიოთეკა“ ხორციელდება. რომელშიც მე-9 კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი. მე-9 კლასელებმა წიგნის ჩუქების ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი და საკლასო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება დაისახეს მიზნად.

„წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი. ამ დროს კი მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა. წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ  გავაზის საჯარო სკოლის მე-9 კლასში არა ერთჯერადად, არამედ წელიწადში რამდენჯერმე დავთქვით ერთმანეთისათვის წიგნის ჩუქება, აღნიშნულის ტრადიციად დანერგვა და ჩვენი წიგნადი ფონდის შევსება. პირველ ეტაპზე გარკვეული რაოდენობის წიგნი შევიდა ჩვენს საკლასო ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით ერთმანეთისთვის შეიძინეს წიგნები. დაევალათ, მოეფიქრებინათ, რატომ ჩუქნიდნენ მაინცდამაინც ამ კონრეტულ წიგნს (მცირე ანოტაციის სახით) და რას წაუწერდნენ სამახსოვროდ.  მოსაფიქრებლად ჰქონდათ ორი კვირა. „აჩუქე წიგნი, შექმენი კლასის ბიბლიოთეკა“ წარმატებით დაიწყო. ნაჩუქარ წიგნებს წაიკითხავენ, დროდადრო გაცვლიან და თან ერთმანეთს გაუზიარებენ წაკითხულ შთაბეჭდილებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება