სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავად წარმოადგინეს
09-11-2022
-
+


კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიებები მიუძღვნეს. 

ღონისძიებებში - „ოქროსფერი შემოდგომა“, „ბარაქიანი შემოდგომა“, „მადლიანი შემოდგომა“- სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ, პედაგოგებისა და მშობლების ხელმძღვანელობით, შემოდგომის ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელები ამოავლეს. ასევე, იყო წარმოდგენილი  მოსწავლეთა ნამუშევრებიც.

ზეიმზე შეასრულეს შემოდგომაზე მიძღვნილი ლექსები და ქართული ტრადიციული ცეკვები, ქართული ხალხური სიმღერები.
გარდა ამისა, შემოდგომას მიეძღვნა პროექტ- გაკვეთილი რუსულ ენაში. მოსწავლეთა რუსული ენის მასწავლებელი ნინო გოგინაშვილი გახლავთ.

„მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლით წელიწადის ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს - სიმძიმით ტოტებდახუნძლულ ბაღს,  ყურძნით დახუნძლულ ვენახს, ხორბლით სავსე ბეღელს, კაკლით სავსე კალათებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც შემოდგომის მრავალფეროვნება მართლაც შთამბეჭდავად წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება