სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის მათი მოსმენა“- საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ლომაია
09-11-2022
-
+


„პედაგოგის პროფესია უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ  თითოეულ მოსწავლეს სიკეთე ასწავლო“ - ეს სიტყვები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ირმა ლომაიას ეკუთვნის. მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მოსწავლეთა წარმატებაა.

კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე  პასუხებს ირმა ლომაიასთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

-  სრულყოფილება არ არსებობს, ყოველთვის შეგიძლია უკეთ  გააკეთო და განვითარდე.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

-  უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეულ მოსწავლეს სიკეთე ასწავლო, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებისას საკუთარი მაგალითი აჩვენო.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათი მოსმენა და გადაწყვეტილების ერთად მიღება.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- თუ შენს ვალდებულებებს ყოველდღე პირნათლად შეასრულებ, აუცილებლად იქნები წარმატებული.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ფეხი აუწყო თანამედროვე მოთხოვნების ხშირ ცვლილებას, თუმცა მაქსიმალურად ვაკეთებ, რაც შემიძლია.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეთა კარგი შედეგები.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- არის თბილი და თანამშრომლობითი გარემო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება