სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები, პედაგოგებთან ერთად, ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ეწვივნენ
09-11-2022
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევენ და სწორედ ამიტომ, სხვადასხვა აქტივობები ხშირად ხორციელდება.

ამჯერად, 8 ნოემბერს მე-6ა კლასის მოსწავლეები, მათი დამრიგებელი მერი სართანია და ბუნებისმეტყველების პედაგოგი დარეჯან კუჭუხიძე სასკოლო პროექტის - „გარემო და ჩვენ“ ფარგლებში ქუთაისის მერიის „სპეციალური სერვისების“ ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ნახეს, თუ როგორ მიიღება კომპოსტი ორგანული ნარჩენების, კერძოდ, ფოთლებისა და ტოტებისაგან. დაათვალიერეს ტექნიკა, რომლითაც კომპოსტირების პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეები აგრეთვე გაეცნენ, როგორ გადამუშავდება მწვანე მასალა, როგორ იწნიხება მუყაოსა და პლასტმასის პროდუქცია შემდგომი რეალიზებისათვის.

„გაწეული მასპინძლობისა და საინტერესო მეგზურობისთვის მადლობას ვუხდით „სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე,  ბ-ნ გიორგი ჭეიშვილს, სამსახურის უფროსს, ბ-ნ გიორგი მჟავანაძეს, ბიოდეგრადირებული ნარჩენების მართვისა და კომპოსტირების მთავარ სპეციალისტ ქ-ნ ნატო ბურჯალიანს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტ ქ-ნ ნინო გიორგაძესა და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების უფროსს, ქ-ნ ჟანა ბუხულეიშვილს.

განხორციელებული აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება