| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N72 საჯარო სკოლის უკრაინელი მოსწავლეები და მათი მშობლები თბილისის N141 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ჯალაღონიამ თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა კიკაჩეიშვილს, წინადადებით მიმართა და უკრაინელი მოსწავლეები და მათი მშობლები მიიწვია.
ექვსი უკრაინელი მოსწავლე - დავიდ დოჰანი, ოლექსანდრ პატრიჩა, სულთან მამედოვი, ალექსანდრე ტოლჩევი, იაროსლავ ტიტოვი და შახინ მამედოვი მშობლებთან, ორ მასწავლებელთან - ანა ელიბეკოვასა და მარიეტა ახოიანთან ერთად აღნიშნულ სკოლას ესტუმრნენ, სადაც უკრაინელებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
„კიდევ ერთი თბილი დღე ჩვენი უკრაინელი მოსწავლეებისათვის. ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საინტერესო ნომერი: ლექსები, სიმღერები, ქართულ-უკრაინული ცეკვები. დასასრულს, მოსწავლეებმა უკრაინელ ბავშვებს გადასცეს საჩუქრები, დაუმეგობრდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. უკრაინელი მოსწავლეები და მშობლები კმაყოფილები იყვნენ მიღებით და თბილი შეხვედრით.
ჩვენი უკრაინელი მოსწავლეების სახელით, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს თბილი და საინტერესო ღონისძიებისათვის“,- წერს თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა