სიახლეები
სკოლები

„ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში“- ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლის - მარიამ ჩაჩანიძის საინტერესო ესსე
08-11-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი აქტიური მოსწავლეა მარიამ ჩაჩანიძე. ის „ახალი განათლების“ კონკურსში - „დაწერე ესსე“ მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

კონკურსში გამარჯვებისათვის კი საჭიროა ხმის მიცემა და მოწონებები. ჩვენ მარიამ ჩაჩანიძის ესსეს უცვლელად გიზიარებთ. მისი მხარდაჭერა სოციალური ქსელის დახმარებით შეგიძლიათ. 

„ნებისმიერი სახელმწიფოს ძლიერებისა და განვითარების გზა მომავალი თაობის შესაძლებლობებზე გადის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ ახალგაზრდების აღიარება, მათში მომავლის პერსპექტივის წინ წამოწევა. თითოეულ ახალგაზრდაში იმალება განსაკუთრებული უნარი, მთავარია, მივცეთ „ნიჭსა გზა ფართო“. და მაინც, რატომ არის ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში ასეთი აქტუალური და პრობლემური?

21-ე საუკუნეში, თეორიულად, ყველა თანხმდება, რომ მომავალი თაობის პოპულარიზაცია წარმატებული მსოფლიოს საწინდარია. ამ მოსაზრების პრაქტიკაში გადმოტანა პრობლემას წარმოადგენს. ახალგაზრდების აღიარების პრობლემის არსებობის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ არასრულფასოვანი განათლება, ახალგაზრდებისადმი უნდობლობა, არასწორი შეხედულებები მომავალი თაობის შესაძლებლობების მიმართ. არასრულფასოვანი განათლების თემა მსჯელობის საგანია. ერთი მხრივ, შესაძლებელია, უფროსი თაობის მენტალიტეტი ვერ წვდება მომავალი თაობის თანამედროვე შეხედულებებს, ანუ საქმე გვაქვს თაობათა შორის შეხედულებების შეუთავსებლობასთან. მეორე მხრივ, თუ ახალგაზრდას არა აქვს შესაბამისი, სრულფასოვანი განათლება, ვერ შეძლებს წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი. ასევე, სამწუხარო და გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების დონე დაბალია. სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ქმნის უნდობლობას მომავალი თაობის მიმართ. საქართველოში დაუსაქმებელთა დაახლოებით 60%-ს ახალგაზრდები შეადგენენ. საზოგადოება ფიქრობს, თუ ახალგაზრდას არა აქვს შესაბამისი განათლების დონე, როგორ შეძლებს შეუქმნას სახელმწიფოს ძლიერი მომავალი. ისინი მომავალ თაობას აღიქვამენ არა მარტო სახელმწიფოს საყრდენად, არამედ იმ ძალად, რომელმაც უნდა შეუქმნას უფროსებს უზრუნველი სიბერე. ახალგაზრდები მეტი მონდომებით უნდა მოეკიდონ საკუთარი ინტერესის სფეროს და პრიორიტეტად დაისახონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. ხშირად გვსმენია ფრაზა: „ამ ახალგაზრდებს რას გაუგებ“ ან „ჩვენი თაობა სულ სხვანაირი იყო“. აი, რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი. საზოგადოებას აქვს მიუღებლობა გარკვეული სიახლეების მიმართ, მუდმივი შინაგანი ჭიდილი, მუდმივი ბრძოლა. ვინაიდან ახალგაზრდები ყოველთვის სიახლეების დამნერგავ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ, არსებობს მათი მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ადამიანები. ამის ნათელი მაგალითია „მამათა და შვილთა ბრძოლა“, კამათი „ახალსა“ და „ძველს“ შორის. სასიხარულო კი ისაა, რომ ნებისმიერ დროს იმარჯვებს ახალგაზრდა თაობა. საკმარისია, გადავხედოთ საქართველოს ისტორიას. დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გამეფდა და ჩაიბარა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველო, მან ქვეყნის გადარჩენა და აყვავება ახალგაზრდული, ახალი შეხედულებებით შეძლო. საღი აზრითაა შესაძლებელი ბრწყინვალე მომავლის შექმნა. უფროსი თაობის გარკვეული ნაწილი გამოხატავს პროტესტს ახალგაზრდების თანამედროვე შეხედულებების მიმართ და უქვეითებს მათ თვითშეფასებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, აქტუალურია საზოგადოების ნაწილის კონსერვატორული შეხედულებების გამო. ეს ადამიანები ახალგაზრდებში ვერ ხედავენ მომავლის პერსპექტივასა და იმედს. უცხადებენ მათ უნდობლობას, რაც იწვევს მათი აღიარების პრობლემას“.

მარიამ ჩაჩანიძე



კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება