სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლნისის N5 სკოლის პირველკლასელები ცოდნის სამყაროში პირველ ნაბიჯებს „პირველკლასელთა აკადემიის“ დახმარებით დგამენ
08-11-2022
-
+


ბოლნისის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელები უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმოდ დასაჩუქრდნენ. 

მოსწავლეებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელო უსასყიდლოდ გადაეცათ. 

დასაჩუქრების მასშტაბური ცერემონიალი, ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სახელმძღვანელო ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელებსა და სკოლამდელი ასაკის 1000-მდე ბავშვს გადაეცა. 

მოსწავლეებს წიგნი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა საზეიმოდ უსახსოვრეს და პატარებს მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. ძვირფასი საჩუქარი მოსწავლეებმა სიხარულით მიიღეს. წიგნი მათ გარდა იმისა, რომ პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში დაეხმარება, შეასრულებს მთავარ მიზანს, შეაყვარებს სკოლასა და სწავლას, ეს კარგად იციან ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში ამიტომ მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვისთვის წიგნის ავტორსა და მუნიციპალიტეტის მერს მადლობას უხდიან. 

„მადლობა, სკოლის სახელით ბატონ დავით შერაზადიშვილს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და ღონისძიების ორგანიზატორებს“, - ვკითხულობთ სკოლის  გავრცელებულ მადლობის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება