სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ვაჟა კენკებაშვილმა და საბა წიკლაურმა მკლავჭიდის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
08-11-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. 

რუსთავის მერისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, მკლავჭიდში ღია ჩემპიონატი გაიმართა. ის 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები - ვაჟა კენკებაშვილი და საბა წიკლაური. 

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს. 

ვაჟა კენკებაშვილმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მკლავით პაექრობაში, ხოლო საბა წიკლაურმა 18 წლიანებში მესამე ადგილი დაიკავა, ასევე მარცხენა და მარჯვენა მკლავჭიდში. 

გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ულოცვენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავაც მრავალი გამარჯვება მოეპოვებინოთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება