| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ.
მათ შორის, 26 ოქტომბერს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ (შემოდგომის სეზონი).
თამაში გაიმართა ორ ასაკობრივ ჯგუფში ( მე-6-მე-8 კლასები და მე-9-მე-12 კლასები).
ჩემპიონატში გაიმარჯვეს მე-6ა კლასის გუნდმა - „მნათობი“ და მე-11ა კლასის გუნდმა - „კუშას ანგელოზები“.
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, ასევე მათ მოიპოვეს სკოლათშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა