სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
08-11-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასკოლო კონკურსი „სხვა სამყარო ჩემი“ ჩატარდა, რომელსაც უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და ყოველწლიურად იმართება.  

მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კონკურსში 2021-2022 წლის გამარჯვებულად სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებულიყვნენ. „ნიჭიერი ხელოვანის“ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, მე-7 კლასის მოსწავლე - თამარ ბენიძე, ხოლო ნომინაციაში „ხელმარჯვე ოსტატი“ გაიმარჯვა ასევე მე-7 კლასის მოსწავლემ - ლიზი ქომეთიანმა.  

გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა სკოლის ფოიეში, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონოდა შესაძლებლობა გაცნობოდა მათ შემოქმედებას.    

სასკოლო კონკურსის „სხვა სამყარო ჩემი“ გამარჯვებულებს, სკოლის დირექციისგან გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები. ასევე, გამარჯვებულები დაასაჩუქრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - თეიმურაზ ჭეიშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ - სერგო კირკიტაძემ.
 
გამარჯვებულებს სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა და სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ. 

სასკოლო კონკურსის „სხვა სამყარო ჩემის“ წარმატებული განხორციელებისთვის, მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ხელოვნების მასწავლებელს - ინგა გრძელიძეს.  

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება