სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტკოცის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავ ღონისძიებაზე წარმოადგინეს 
08-11-2022
-
+


„ჩვენს მადლიან ქვეყანაში წელიწადის ყველა დრო რომ ლამაზია, ამაზე ვინ დაობს, მაგრამ შემოდგომა სულ სხვაა!“,- გვეუბნებიან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლაში, სადაც შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის პირველკლასელებმა (კლასის დამრიგებელი ლელა მეტრეველი) და მათმა ხელოვანმა მშობლებმა, შემოდგომის ათასნაირი ფერები საკლასო ოთახის სივრცეში გადმოიტანეს და ფანტასტიკური სანახაობა შექმნეს.

„ყველაფერი იყო აქ: წითელი ვაშლები, ყურძენი, კომში, მსხალი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... ვეებერთელა გოგრა და კომბოსტოც არ დავიწყებიათ, პატარები თავიანთი პაწაწინა ხელებით ეფერებოდნენ ყველაფერს და პატარა კალათები მოემარჯვებინათ... ჩურჩხელებიც თვითონ ამოავლეს და გასაშრობად დაკიდეს. ბოლოს სიმღერებით, ლექსებით და გამოცანებით დაამშვენეს „შემოდგომის ზეიმი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

„იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი ლამაზი და მხიარული დღეები ხშირად ექნებათ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ლელა მეტრეველს, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, რათა პატარები გაეხალისებინა და გაელამაზებინა მათთვის ეს დღე და პირველკლასელთა მშობლებს, რომლებმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადეს მასწავლებელს და სკოლას. გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება