სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნარჩენების მართვა“- ფოთის N7 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
07-11-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობენ.

ამჯერად, სკოლაში პედაგოგებმა - მაყვალა მესხმა და ნანა დონდოლაძემ პროექტი - „ნარჩენების მართვა“ განახორციელეს. პროექტში მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთნენ და არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს.

„21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

სასწავლო პროექტს ერთ კონკრეტულ განმარტებას ვერ მოვუძებნით, თუმცა შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს.

XXI საუკუნის უნარებს შორის გამოვყოფდი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიკაცია-მოგვარების, შემოქმედებითი-კრეატიული აზროვნების, მიზნობრივი კითხვების ფორმულირებისა და დასმის, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების, საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნისა და დემონსტრირების უნარს,სწორედ ამის გათვალისწინებითა და პროექტით სწავლების აუცილებლ ფოთის მე-7 საჯარო სკოლის Vა კლასის დამრიგებელმა, ნანა დონდოლაძემ და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელმა განახორციელეს პროექტი - „ნარჩენების მართვა“. პროექტის მიზანი იყო - „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება“, ცოდნის ტრანსფერი.

კოლხეთის ეროვნულ პარკში მასპინძლობა გაგვიწია ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა, მანანა ჩიქოვანმა. მან მოსწავლეთა ჩართულობით ისაუბრა ნარჩენების მართვაზე, ნახეს დოკუმენტური ფილმები. 

ქართულის პედაგოგმა მოსწავლეებს წაუკითხა მოთხრობა - „დელფინი ზიზი“, მოსწავლეებმა ისაუბრეს მოთხრობაში გამოკვეთილ პრობლემებზე, რომელშიც დაეხმარა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა. 

პროექტს ესწრებოდნენ მშობლები. გამოთქვეს სურვილი დაამზადონ ნივთები და მოაწყონ სკოლაში გამოფენა სახელწოდებით- „ნარჩენების ახალი სიცოცხლე“.

პროექტი შედეგიანი და საინტერესო გამოდგა, მადლობას ვუხდით ორგანიზატორ პედაგოგებს ნანა დონდოლაძესა და მაყვალა მესხს“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება