| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, III2 კლასის მოსწავლეებმა 2 მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს. ისინი მედიაწიგნიერების კვირეულის მიმდინარეობაში ჩაერთნენ და გარდა ამისა, ბუნებაში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მოსწავლეები მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მეტ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ, ნახეს ვიდეორგოლები, შეასრულეს ტესტები და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
რაც შეეხება კომპლექსურ დავალებას, მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელი შექმნეს. წინამოსამზადებელ პერიოდში ვიდეორგოლების დახმარებით, კოსმოსში იმოგზაურეს და თითოეული პლანეტის ისტორიას ცალ-ცალკე გაეცნენ.
„შევასრულეთ ტესტები, სადაც ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ინფორმაციის გადაცემისასის ის დამახინჯდა და შეიცვალა.ასევე მედიაწიგნიერების უნარექი გამოვიყენეთ ტექსტის უკეთ გააზრებისთვის, რისთვისაც განვახორციელეთ შემდეგი აქტივრბები: წერილი პერსონაჟს, პერსონაჟის რუკა, თხრობა მთხრობელის შეცვლით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა