სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის - „შემოქმედი“ წევრებმა ცნობილი რომანი განიხილეს
07-11-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი „შემოქმედი“ აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ქართული ლიტერატურის განხილვას. 

ამჯერად, კლუბის წევრებმა დათო ტურაშვილის რომანზე - „ტყეების მეფე“, ისაუბრეს.  მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქასა და დღევანდელობასთან პარალელები გაავლეს. აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი მზია ბაიდოშვილია.

„შემოქმედის“ წევრებმა, ხელმძღვანელმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას, რომელიც მათთვის მეგობრობისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.

დასასრულს, უფროსი კლასის მოსწავლეების დასმულ კითხვებს უპასუხეს, საკუთარი მოსაზრებები, დამოკიდებულება გამოხატეს და აზრები გაცვალეს. 

„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” - ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს ისტორიულ წყაროებში შემონახული ფაქტებია, რომლებიც მწერალმა დათო ტურაშვილმა თავის  ახალ რომანში  “ტყეების მეფე“-ში განათავსა. თავდაპირველად ნაშრომი კინოსცენარს წარმოადგენდა და მისი მიხედვით დიდ მეფეზე ფილმის გადაღებაც სურდათ ( აქვე აღვნიშნავ, რომ ცნობილ რეჟისორს ვახტანგ ტაბლიაშვილს სურდა ფილმი „დავით აღმაშენებლის“ გადაღება და სცენარი თავად მწერალ კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად უნდა დაეწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდათ).  ლეგენდები და ისტორიული მოვლენები ერთმანეთთან იმდენად არის შერწყმული, რომ ძნელი გასარჩევიც კია, სად ლეგენდაა და სად რეალობა.  ნაწარმოებით მწერალი  დიდებული ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტებს განსხვავებულ ვერსიებად წარმოგვიდგენს.

მოსწავლეებმა ისურვეს ქართველთა ერთიანობა და მამულის ისეთი ძლიერი, თავგანწირული სიყვარული, როგორიც იყო დავითის დროს. მათ სწორად აღნიშნეს, რომ მეფე დავითს სამშობლოს კეთილდღეობისთვის პირადი გრძნობების დათმობა შეეძლო, რომ თავისი ხალხის ბედნიერება საკუთარზე მეტად ეწადა. განხილვის დროს მეფის პიროვნული თვისებებზე, დიდბუნოვნებასა და თავმდაბლობაზე ისაუბრეს; მისდამი მიძღვნილი ანა კალანდაძის ლექსი წაიკითხეს.
კლუბის წევრებმა ისურვეს, რომ დღევანდელი საქართველო იყოს ისეთივე ძლიერი, გამთლიანებული და ერთიანი, როგორც დიდი დავითის დროს; როცა „გაიხედავ მარცხნივ, შენიანი გიდგას; გაიხედავ მარჯვნივ და იქაც შენიანი გიდგას; უკან მოიხედავ და ისევ შენიანს დაინახავ...“ აი, ეს არის ნამდვილი ქართველობა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება