სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 სკოლის პედაგოგებმა მედიაწიგნიერების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
04-11-2022
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს ყოველთვის უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში იზეიმეს.

სკოლის მე-8 და მე-11 კლასებში, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ანა კაკაჩიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებთან ერთად მოაწყო პრეზენტაცია ინტერნეტის სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე.

პედაგოგმა მედიაწიგნიერებაში არსებულ ტერმინებზე გაამახვილა ყურადღება და დისკუსია წარმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. ბავშვებმა ძალზედ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს.

ასევე მე-7 და მე-8 კლასებში, მათემატიკის მასწავლებელმა - მანანა კაკაჩიამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინე ფიფიამ პრეზენტაცია - „რას ნიშნავს მედიაწიგნიერება?“ მოაწყეს.

პრეზენტაციისას პედაგოგებმა მოსწავლეების ყურადღება გაამახვილეს თუ როგორ რა არის მედიაწიგნიერება და როგორ აღიქმება. მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს მოზარდებისთვის. ასევე, როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით დისკუსია გაიმართა, სადაც ერთმანეთთან მოსაზრებები გამოთქვეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება