სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკომარათონს შეუერთდნენ
04-11-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება ყოველთვის დიდი ხალისით ერთვება ისეთ პროექტებსა და აქტივობებში, რომელიც ბუნების მოფრთხილებას ეხება.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება - „სკოლების გლობალური მოქმედების დღეს“ შეუერთდა, რომლის ფარგლებში მარათონი - „დრო იწურება“ გამართა. „სკოლების გლობალური მოქმედების დღე“ თავისი არსით გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლებას და კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად აქტიურ ქმედებებს ითვალისწინებს.

მოსწავლეები მარათონში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მონაწილეები ორ გუნდად დაიყვნენ, რომელბმაც 13 კილომეტრზე მეტი გაირბინეს.

„მარათონი ალტერნატიული გზით შევცვალეთ. მოსწავლეებმა დაამზადეს ესტაფეტის ჯოხები, რომელშიც მოათავსეს გზავნილები. შევქმენით ორი გუნდი და სკოლის ტერიტორიაზე გამოვყავით სარბენი ბილიკები. გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ესტაფეტის ჯოხის გადაცემით ორივე გუნდმა ჯამში 13 კილომეტრზე მეტი გაირბინა. ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული და ძალიან სახალისო გამოდგა. მოსწავლეთა გზავნილები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ღონისძიებამ მიზანს მიაღწია“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება