სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სადამრიგებლო საათის თემები, რომელთა შესახებაც მოსწავლეებს ფსიქოლოგთან ერთად უნდა ესაუბროთ
06-11-2022
-
+


სადამრიგებლო საათის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია და მას მოსწავლეთა განვითარებაში დიდი როლი აკისრია.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა, მოსწავლის ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა უნარის განვითარებაზე უნდა იმუშაოს, მაგალითად: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ. უნარ-ჩვევების გამომუშავება კი სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით უნდა მოხდეს.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებელმა დაწყებით საფეხურზე  სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროს, საბაზო-საშუალო საფეხურებზე კი სადამრიგებლო საათი არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

სადამრიგებლო საათის პროგრამაში არის საკითხები, რომელიც, სასურველია, კლასის ხელმძღვანელმა ფსიქოლოგთან ერთად დაგეგმოს.

გთავაზობთ თემებს, რომელთა შესახებაც მოსწავლეებს დამრიგებელმა ფსიქოლოგთან ერთად უნდა ესაუბროს. I-IV კლასებში ასეთი საკითხებია:

  • ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები, კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა.
  • ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება. ემოციები (მაგ: სიხარული, შიში, გაბრაზება, წყენა) და ადამიანური თვისებები (მაგ.: სიკეთე, სიბეჯითე, სიმამაცე, სიზარმაცე, სიმორცხვე).
  • ემოციები, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა საქმიანობას (საკონტროლო წერას, გამოკითხვას, ფეხბურთის თამაშს)
  • თვისებები, რომელთა გამოც ვირჩევთ მეგობრებს; ადამიანური თვისებები; თვისებები, რომლებიც აუცილებელია მეგობრობისა და სწავლისათვის; თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა და მეგობრობაში.
  • სირთულეების დაძლევის გზებზე ფიქრი, სტრატეგიების შემუშავება, კონფლიქტების მოგვარება - კონფლიქტების (უთანხმოების გამომწვევი მიზეზები),
  • ფანტაზია - რაში ეხმარება ადამიანებს ფანტაზია? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და ტყუილი: განსხვავება მათ შორის; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა.

V კლასიდან ზემოთ კლასებში სადამრიგებლო საათის პროგრამის ფარგლებში კი ფსიქოლოგთან ერთად განსახილველი თემებია:

  • როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი
  • „მე შემიძლია სიბრაზის მართვა“
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • გატაცება თუ დამოკიდებულება
  • რას ნიშნავს ვიყო მოზარდი - თინეიჯერი?
  • ფიზიოლოგიური ცვლილებები - ჰიგიენა
  • როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ
  • სასკოლო შფოთვა - როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება