სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 და ლეხაინდრაოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებს შორის კალათბურთში მეგობრული შეხვედრა გაიმართა
31-10-2022
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 და მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლების დამეგობრებას მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ჩაეყარა საფუძველი.

ამ მეგობრობის დასადასტურებლად ხონის N2 საჯარო სკოლამ ამჯერად ლეხაინდრაოს სკოლას უმასპინძლა.

მეგობრული შეხვედრა კალათბურთში (3X3) გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის გაიმართა.

მეგობრულ შეხვედრას გამარჯვებული და დამარცხებული არ ჰყოლია.

„გაიმარჯვა მეგობრობამ, სიკეთემ, სიყვარულმა...“, - აღნიშნეს ხონის N2 საჯარო სკოლაში.

აღნიშნული შეხვედრისა და სკოლებს შორის დამეგობრებაზე ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაშიც ისაუბრეს. სკოლაში იმედს გამოთქვამენ, რომ მათ კიდევ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც მიბაძავენ და სხვათა დამეგობრების საძირკველიც ჩაიყრება.

„სკოლების დაძმობილება თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, ამიტომაც საოცარი განცდებით დატვირთულები წამოვედით დღეს ხონიდან, სადაც ხონის N2 საჯარო სკოლის მოწვევით ჩვენი მოსწავლეები ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს სპორტული აქტივობა.

დავგეგმეთ, რომ მომავალში ხონელ თანატოლებს უკვე ჩვენი მოსწავლეები უმასპინძლებენ.

ამიერიდან, ხონის N2 საჯარო სკოლა იქნება ჩვენი საიმედო მეგობარი მეზობელ რაიონში.

იმედია, ბევრი სკოლა მოგვბაძავს და ერთმანეთს სასიამოვნო ემოციებს გაუზიარებენ და საერთო საუკეთესო მოგონებებს დააგროვებენ. სკოლა მოგვბაძავს და ერთმანეთში გააზიარებენ სასიამოვნო ემოციებს და საერთო საუკეთესო მოგონებებსაც დააგროვებენ. დიდი მადლობა ხონელ კოლეგებს სითბოსა და სიყვარულისთვის!“, - აღნიშნეს ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება