სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ვეცნობი მომავლისთვის“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდნენ
31-10-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ვეცნობი მომავლისთვის“ გრძელდება. 

პროექტის ხელმძღვანელების მთავარი მიზანი უფროსკლასელთათვის სხვადასხვა პროფესიების გაცნობა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დიდი სამრეწველო ობიექტების საქმიანობის, მიზნების, მისიის, მნიშვნელობის, იქ დასაქმებულ პირთა პროფესიული საქმინობის ადგილზე გაცნობა და რაც მთავარია, საკუთარი სამომავლო პროფესიის სწორად არჩევაში დახმარებაა. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი გასულ სასწავლო წელს წარმატებით განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში, IX, X, XI კლასების მოსწავლეები, სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ სვანაძე, პროექტის ხელმძღვანელები - ნინო გიორხელიძე, დარინა ყურუა და მშობლები ბათუმის პორტში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო საწვრთნელ გემ CADET-ზე იმყოფებოდნენ.

მათ მასპინძლობა ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა და ამჟამად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ლადო ქუთათელაძემ გაუწია. 

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეეები დაესწრნენ ბათუმის პორტში სატვირთო გემის შემოსვლას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსისგან მოისმინეს ბათუმის პორტის მნიშვნელობისა და მისი მთავარი მისიის შესახებ, ეწვივნენ ბათუმის საზღვაო აკადემიასა და საწვრთნელ გემს CADET.

„გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმის პორტში გაიხსნა საღამოს საზღვაო კურსები, რომლის ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი. 1944 წლის 5 მარტს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით საზღვაო ტექნიკუმის ბაზაზე შეიქმნა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი.
ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელმა თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში უდიდესი როლი ითამაშა საზღვაო საქმის განვითარებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოეთში. სასწავლებელმა 5 ათასამდე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მოამზადა საზღვაო ფლოტში სამუშაოდ. მისი კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მუშაობენ საოკეანო გემებზე საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიაში, ქუთაისიდან 13 სტუდენტი ირიცხება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება