სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 სკოლაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ლექცია ჩატარდა
31-10-2022
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საინტერესო ლექცია ჩატარდა. 

ლექციას სალომე მიქაძე უძღვებოდა. ლექციას მსჯელობა მოჰყვა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ. ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან. 

„XXI საუკუნე ადამიანებს მძიმე გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ეს ის სამყაროა, რომელშიც გაცილებით მეტი ფიქრი და სიფრთხილეა საჭირო, ვიდრე გასულ ათასწლეულებში.

ტექნოლოგიური პროგრესი დადებითი მოვლენაა, მაგრამ მას უარყოფითი მხარეც აქვს, კერძოდ ის, რომ ინფორმაციის შექმნა და გავრცელება ნებისმიერი დილეტანტისთვისაა ხელმისაწვდომი. ხოლო ჩვენ გვმართებს ცრუ და ნამდვილი ამბავი ერთმანეთისგან ლოგიკითა და ფაქტების გონივრული ანალიზით, განჩხრეკით, ანუ კრიტიკული აზროვნებით გავარჩიოთ. ეს თემა, მედიაწიგნიერების სახელით მოიხსენიება და აქტუალური საკითხია, მით უფრო სკოლებში. ვფიქრობ, მასწავლებლები ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მოსწავლეს კრიტიკული ანალიზის უნარის გამომუშავებაში. ჩამოვაყალიბოთ ისინი მედიაწიგნიერ ახალგაზრდებად, თუმცა ეს რომ შევძლოთ თავად ჩვენც ბევრი გვაქვს გასაანალიზებელი და ასათვისებელი, რადგან უკანასკნელმა ოცწლეულმა უამრავი სიახლე შემოიტანა. არსებობს დეზინფორმაციის დადგენის სხვადასხვა გზები, პროგრამები, რომლებიც ააშკარავებენ ვიდეომონტაჟია თუ არა, ფოტოს ნამდვილობის დადგენაც არაა რთული... მთავარი ერთია, გავერკვეთ ყველა იმ მექანიზმში, რომელიც დაგვეხმარება სწორ ანალიზში. ამ და სხვა საკითხებზე 1-საათიანი ლექცია ჩატარდა ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლაში. მე- 8ა და ბ კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს დეზინფორმაციასთან, ინფორმაციის მოპოვების არხებსა და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან დაკავშირებით. ლექციას უძღვებოდა სალომე მიქაძე. აგრეთვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან და საკითხის უფრო ვრცლად განხილვის მიზნით დადგინდა შემდეგი შეხვედრის თარიღი. მედიაწიგნიერება უნარია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციული ბუმის პირობებში. ვიყოთ მედიაწიგნიერი ადამიანები, რომ არ ვენდოთ ყველას და ყველაფერს ბრმად და მიღებული ინფორმაცია გადამოწმების გარეშე არ გავავრცელოთ საზოგადოებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება