სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო გაკვეთილებით შეუერთდა
31-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

მე-11ა კლასში ინგლისურ ენაში გაკვეთილი - Media literacy and Copyrights ჩატარდა. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის მედია, მედიაწიგნიერება, საავტარო უფლებების დაცვა. საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს და შეისწავლეს, როგორ გაარჩიონ და გადაამოწმონ ყალბი და ნამდვილი ამბავი. გაკვეთილის ბოლოს აპლიკაცია kahoot.it-ის გამოყენებით, მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება Fake or Real გაიარეს. 

ინგლისური ენის პედაგოგი თამთა თუთბერიძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძეა. 

მე-8ა კლასში ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ლეგენდარულო მსახიობის უშანგი ჩხეიძის მიერ წაკითხული ტექსტი - ლექსი „ვეფხვისა და მოყმისა“, შეადარეს სახელმძღვანელოში წარმოდგენილს, ჩაინიშნეს განსხვავებები - ვინ არის მთხრობელი, იცვლება თუ არა მთხრობელი ტექსტში. დაადგინეს რა ლექსიკური, გრამატიკული და შინაარსობრივი განსხვავებებია ამ ორ ტექსტს შორის. ასევე, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ლექსი შეადარეს ქართველი მომღერლის ილია ზაქაიძის მიერ ნამღერ ტექსტს, შემდეგ კი უშანგი ჩხეიძისა და ილია ზაქაიძის ტექსტები შეადარეს ერთმანეთს, ისაუბრეს მსგავსება-განსხვავებაზე. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დოდო ხაჩიძე, ხოლო ხელოვნების - თეა კაკაბაძეა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება