სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეენახებათ თუ არა ქულა დირექტორობის მსურველებს, რომლებიც ტესტირებას წარმატებით ჩააბარებენ? - განმარტება
31-10-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპი გამოაცხადა. გამოცდაზე გასულებმა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60% უნდა მოიპოვონ.

მოგეხსენებათ, მათ, ვინც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 60%-იანი ბარიერი გადალახა, მიღებული ქულა უვადოდ უნარჩუნდებათ, თუნდაც პირი ჯერ სკოლაში არ მუშაობდეს. სტატუსის ამაღლების მსურველთა გამოცდაზე გასულებს კი, მათ ვინც, წამყვანობის ან მენტორობის ბარიერი გადალახა, ქულა 3 წლის ვადით შეენახებათ. etaloni.ge დაინტერესდა, შეენახებათ თუ არა ქულა დირექტორობის მსურველებს, რომლებიც კომპეტენციისა და უნარების ტესტს წარმატებით ჩააბარებენ?

„დირექტორობის მსურველებს გამოცდაზე მიღებული ქულა არ შეენახებათ და ვერც სერტიფიკატს მოიპოვებენ, თუ მხოლოდ გამოცდას ჩააბარებენ, გასაუბრების ეტაპზე კი უარს იტყვიან. სერტიფიცირება მოიცავს ორივე ეტაპს, როგორც გამოცდის, ასევე გასაუბრების წარმატებით ჩაბარებას, აქედან გამომდინარე, მხოლოდ გამოცდაზე მიღებული ქულით დირექტორობის მსურველი სერტიფიკატს ვერ მოიპოვებს და არც იმ შემთხვევაში შეენახება ქულა, თუ მხოლოდ გამოცდას ჩააბარებს, გასაუბრებას კი წარმატებით ვერ გაივლის,“- განგვიმარტეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 24 ოქტომბრიდან დაიწყო და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური 35 ლარია.  მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე www.directors.mes.gov.ge


იხილეთ ასევე: სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება