სიახლეები
ყველაზე პოპულარული


სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
27-10-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge

დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

1. სკოლის დირექტორის სტანდარტი;
2. განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
3. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
4. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
5. სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
6. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
7. ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
8. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
9. მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;
11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;
12. სასკოლო კულტურის ფორმირება.

სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.

ამასთან, ხშირად დასმული კითხვების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებული მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება იხილეთ აქ. https://mes.gov.ge/mesgifs/1666708743_matsne-1216644-12.pdf

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა. https://mes.gov.ge/mesgifs/1666708814_matsne-5574156-0.pdf

ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება