სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N118 საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს
27-10-2022
-
+


თბილისის N118 საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს. 

ის მოსწავლეებს შეხვდა და საკუთარი ლექსები წაიკითხა. ღონისძიება გაფორმებული იყო საინტერესო ნომრებით ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის მზადებაში მონაწილეობა მიიღო მთელმა სკოლამ-პედაგოგებმა, დირექციამ, ტექნიკურმა პერსონალმა და რაც მთავარია, მოსწავლეებმა. მადლობა ყველას, რადგან ყველას წვლილი მნიშვნელოვანი იყო. მადლობა საპატიო სტუმრებს, რომელთაც თავისი მობრძანებით გაგვილამაზეს ღონისძიება“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა გიული შენგელიამ.

ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე, საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მ/შ ზურაბ ქაშიაშვილი, მოადგილე ნანა ციმაკურიძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ლოდია, დეპუტატების ბიუროს თანამშრომლები, ახლომდებარე სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

„118-ე სკოლა ტარიელ ხარხელაურს მასპინძლობდა.ისე მოხდა, რომ ბატონი ტარიელი მიკროფონის გარეშე ესაუბრებოდა გადაჭედილ დარბაზში მსხდომ გოგო-ბიჭებს. ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა...საუბრობდა მძიმე, ბუბუნა, მთის კაცისათვის დამახასიათებელი დაბალი ხმით და შეურყვნელი ხასხასა ქართულით. საუბრობდა ცხოვრების სვე-ბედზე, უფალზე, რწმენაზე, სიძნელეებთან ჭიდილზე, დღევანდელობაზე... საოცარი იყო ბავშვების მიერ დასმული კითხვების სიღრმე და უფრო საოცარი-მისი პასუხები. არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ მომეჩვენა რომ ვაჟა-ფშაველა ასე გაგვესაუბრებოდა...ბედნიერებაა რომ ვართ ბატონი ტარიელის თანამედროვეები“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე ღონისძიებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება