სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ
27-10-2022
-
+


მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში საინტერესო შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად სკოლაში, 26 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უფროსი ლეიტენანტი რეზო შველიძე და კაპრალი ნანა ნატრიაშვილი უძღვებოდნენ.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიები უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა მისცეს.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს მაღალი ინტერესისა და ინტერაქციული შეხვედრის გამო მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება