სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ცოდნა“ საერთაშორისო კონკურსში I ადგილი დაიკავა
27-10-2022
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა.

საერთაშორისო კონკურსში - STEM Alliance - Minecraft: Education Edition Competition 2022 მოსწავლეთა გუნდმა - „ცოდნა“, მასწავლებლის ლია ქობულაშვილის​ ხელმძღვანელობით, პირველად მიიღო მონაწილეობა და I ადგილი დაიკავა.

სასკოლო საზოგადოება ამაყობს ამ მიღწევით და მონაწილეებს ამ უდიდეს წარმატებას ულოცავს.

„დიდი მადლობა, პედაგოგებს: ლია ქობულაშვილს, მანანა ტალახაძეს, თამთა მოსეშვილს, სოფო კაკაჩიას, ნინო გვილავას და მოსწავლეთა გუნდებს, აქტიური მონაწილეობის, ევროპაში სკოლისა და ქვეყნის ღირსეულად წარდგენისთვის, გამარჯვებისთვის! 

სკოლის საამაყო ბავშვებს, გადავეცით ევროპიდან გამოგზავნილი, მათთვის განკუთვნილი ძვირფასი საჩუქრები. 

ჩვენ, სკოლის ადმინისტრაცია, აუცილებლად გავაგრძელებთ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას, იმისათვის, რომ თბილისის N71 საჯარო სკოლა, ყოველთვის იყოს ინტელექტუალური, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული, საშინაო და საერთაშორისო კონკურსების, აქტიური, კონკურენტუნარიანი, წარმატებული მონაწილე!“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება