| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბავშვებისთვის მათი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ თემაზე ყველა კლასის მოსწავლესთან შეიძლება საუბარი, მთავარია, მასწავლებელმა აღნიშნულის შესახებ მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, გასაგები ენით ისაუბროს.
სადამრიგებლო პროგრამის თანახმად, მოსწავლეთა უფლებებისა და მოვალეობების სიღრმისეულად გაცნობა მე-4 კლასშია რეკომენდებული. თავდაპირველად, დამრიგებელმა მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენცია უნდა გააცნოს, რომელიც გამარტივებულად, ბავშვებისთვის გასაგებად იქნება წარმოდგენილი, შემდეგ კი აუცილებელია ბავშვის ვალდებულებებზე საუბარიც.
დამრიგებელმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ გარდა უფლებებისა, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულებები. ადამიანები ყოველთვის გარკვეულ ჯგუფში ვართ გაერთიანებულნი, მაგ: ოჯახში, კლასში და სხვ. სხვადასხვა ჯგუფში კი ჩვენ, ადამიანებს სხვადასხვა ვალდებულებები გვაქვს: ბავშვებს სახლში ევალებათ საკუთარი ნივთების მოვლა ან უფროსების დახმარება მსუბუქ საოჯახო საქმიანობაში; სკოლაში კი - დროულად მისვლა, ასევე სწავლა და სასკოლო ზეიმში მონაწილეობა, თამაშისას - გუნდის წევრობა, ქუჩაში - მოძრაობის წესების დაცვა.
უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობის შემდეგ დამრიგებელს შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს დაუსრულებელი წინადადებები:
„მე სკოლაში უნდა. . .“
„სკოლაში მე მაქვს უფლება. . .“
„მე სახლში უნდა . . .“
„სახლში მე მაქვს უფლება. . .“
„მე ქუჩაში უნდა . . .“
„ქუჩაში მე მაქვს უფლება . . .“
ეფექტური იქნება, თუ დამრიგებელი უფლებებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით მოსწავლეებთან ერთად შექმნის კლასში ქცევის წესებს.
დამრიგებელმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ უფლებათა დარღვევა იწვევს კონფლიქტებს. აქვე შესაძლებელია სადისკუსიო თემების შეთავაზება, მაგალითად, როგორიცაა:
დამრიგებელს შეუძლია, უფლებებისა და მოვალეობების ახსნისას გამოიყენოს დიდაქტიკური ზღაპრებიც, რომლის შესახებაც მოსწავლეები იმსჯელებენ და ახალ ცოდნას განიმტკიცებენ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ