სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეღლეთის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
26-10-2022
-
+


ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა - „მერცხლები“ საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარა. 

„ბარაქიანი შემოდგომის გაცილება“ სკოლის ეზოში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეები ერთმანეთს შემოდგომის თემაზე შექმნილი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით ენაცვლებოდნენ. კლუბის წევრებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს. კუთხისთვის დამახასიათებელი მოსავალი წარმოადგინეს და ხაზი გაუსვეს, რომ ეს ჯანსაღი პროდუქციაა. 

ღონისძებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბი „მერცხლები“ სკოლაში მიმდინარე წელს შეიქმნა. 

„სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს მოსწავლეებს ასეთი ფერადი და ლამაზი ღონისძიებისათვის. განსაკუთრებული მადლობა „მერცხლების“ ლიდერ ლიზი ართმელაძეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება