სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვიყვარს მასწავლებელი“- არწივანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პედაგოგებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
26-10-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან. მათ შორის, სასკოლო საზოგადოებას არც მასწავლებელთა პროფესიული დღის აღნიშვნა დავიწყებია.

მეოთხეკლასელებმა პედაგოგის, მარიკა ცეცხლაძის ხელმძღვანელობით ამ დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი - „ჩვენ გვიყვარს მასწავლებელი“ დაამზადეს.

ბავშვებმა კედლის გაზეთში აღბეჭდეს, თუ როგორი პედაგოგები იქნებოდნენ თავად. თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, რამდენად შრომატევადი პროფესიაა მასწავლებლობა და ბავშვები საყვარელ პედაგოგებს აფასებენ.

ბავშვებთან ერთად, თავად პედაგოგმა, მარიკა ცეცხლაძემაც სასკოლო საზოგადოებას მასწავლებლობის შესახებ საკუთარი მოსაზრება გაუზიარა და კითხვაზე - „რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?“ ემოციური პასუხი გასცა.

„იყო მასწავლებელი ჩემთვის, ნიშნავს გქონდეს საკუთარი სამყარო სადაც ყველა პლანეტა და ვარსკვლავი მოძრაობს არა მზის და საკუთარი ღერძის გარშემო, არამედ ბავშვის გარშემო.

მე ვთვლი რომ ჩემი ადგილი აქაა სკოლაში ბავშვების გვერდით ეს ჩემი სახლია, ეს ჩემი სფერო ეს მე ვარ მასწავლებელი...

მე ვსწავლობ სიყვარულს ბავშვებისგან და მე ვასწავლი სიყვარულს მათ“, - აღნიშნა პედაგოგმა, მარიკა ცეცხლაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება