| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მეთოდი და აქტივობა სხვადასხვა რამეა. ხშირად როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ მასწავლებლებსაც აბნევთ მეთოდებისა და აქტივობების ერთმანეთისგან გარჩევა.
როგორ განვასხვაოთ მეთოდი და აქტივობა?
აქტივობას დაესმის კითხვა: რას ვაკეთებ? (მაგალითად, მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს).
აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარებას ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში სადავო საკითხების გადაჭრასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნაში. სასწავლო აქტივობები შესაბამისი უნდა იყოს გაკვეთილის მიზანთან. აქტივობების შერჩევისას პედაგოგი უნდა დაფიქრდეს: დაეხმარება თუ არა ესა თუ ის აქტივობა დასახული მიზნის მიღწევაში, რამდენი აქტივობა საჭირო მიზნამდე მისასვლელად, როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა, შეესაბამება თუ არა შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას.
მეთოდს დაესმის კითხვა: როგორ ვაკეთებ? რა დიდაქტიკური ხერხებით ვახორციელებ აქტივობას? მაგალითად: მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს „გონებრივი იერიშით“.
მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს: დაეხმარება თუ არა შერჩეული მეთოდი დასახული შედეგის მიღწევაში, შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდი აქტივობას, შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. ასევე გასათვალისწინებელია, ტექნიკურად შესაძლებელია თუ სასურველი მეთოდის განხორციელება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ