სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს როლი მსოფლიო ეკონომიკაში ვახტანგ VI-ის დროს“- წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუ
17-10-2022
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში ისტორიაში კომპლექსური დავალების დასკვნითი აქტივობა - პრეზენტაცია გაიმართა. 

მისი თემა იყო „საქართველოს როლი მსოფლიო ეკონომიკაში ვახტანგ VI-ის დროს, საგარეო და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით“. 

მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ გიორგი ბენიძის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართევს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

დავალების პირობა იყო - წარმოიდგინე, რომ სულხან საბა ორბელიანის ეკონომიკურ პროექტს საფრანგეთი დათანხმდა. ირანისთვისაც საქართველოს გზით აბრეშუმის გატანა მისაღები აღმოჩნდა. ვახტანგ VI სავაჭრო გზის უსაფრთხოების დაცვა გახდა მნიშვნელოვანი, რადგან ამ გზის ამოქმედება საქართველოს დიდი სარგებელს მოუტანს. ამისათვის მეფეს თავადაზნაურობა უნდა დაერწმუნებინა.
წარმოიდგინე, რომ ვახტანგ VI ხარ. და თავადაზნაურობას აცნობ პროექტს აბრეშუმის გზის შესახებ. უნდა მოამზადო სიტყვა და შეხვდე თავადაზნაურობას.

მოსწავლეებს მოხსენებაში შემდეგ თემებზე ისაუბრეს: 

1. ევროპის და ირანის აბრეშუმით ვაჭრობის დაინტერესებაზე და ჩამოთვალეს სავაჭრო გზები ირანიდან ევროპამდე.
2. აღწერეს აბრეშუმის გზის ახალი მარშუტი, რომელიც როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს გადაკვეთს. დაუშვეს, რომ ფოთში ხომალდები დაიტვირთება და კოსტანტინეპოლის გავლით ევროპაში გავა. ჩამოთვალეს ის სამეფო სამთავროები და ქალაქები, რომელზეც ეს გზა გაივლის. ყურადღება მიაქციეს პირდაპირი და საშუამავლო ვაჭრობის დადებით და უარყოფით მხარეებს.
3. ხაზგასმით წარმოაჩინეს რა სიკეთეებს მოუტანს ამ მხარეებს და ქალაქებს სავაჭრო გზის გავლა, აბრეშუმის გარდა, რა საქონელი შეიძლება გაიტანონ საქართველოდან.
4. იმსჯელეს, როგორ შეიცვლება კომუნიკაციის სიხშირე, დამატებით რა სერვისები განვითარდება და ეკონომიკურის გარდა რა პოლიტიკური სარგებელი ექნება ამ პროექტს.

პრეზენტაციამ ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება