სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აქტიური გარემოსდამცველები პირველი სვირის საჯარო სკოლიდან
05-09-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პროგრამის - „ეკოსკოლა“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველი სვირის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც გამოხატა თანხმობა საპილოტედ ჩართულიყო ორგანიზაცია - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ მიერ ინიცირებულ პროექტში. პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა და უკვე ფუნქციონირებს ეკოკომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სვირის თემის რწმუნებულის მიერ.

პროექტის ფარგლებში პირველი სვირის საჯარო სკოლამ წარმატებით შეასრულა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობები, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის ეკოკომიტეტის წევრი მოსწავლეები და მასწავლებლები.

სკოლის ეკოკომიტეტმა მოამზადა განხორციელებულ აქტივობათა შემაჯამებელი ვიდეოკლიპი. ვიდეოკლიპში წარმოდგენილია შემდეგი აქტივობები:

აქტივობა N1 - „ბიომრავალფეროვნება“;

აქტივობა N2-  „სკოლა და მწვანე სივრცე“, ხელმძღვანელები: მაკა კობახიძე, ნანა ნებიერიძე, ნანა მაღლაკელიძე, თეა ყიფიანი;

აქტივობა N3 - „ბიომრავალფეროვნება ჩვენს ირგვლივ“, ხელმძღვანელი: მაგდა ბაღდაძე (ეკოკომიტეტის თავმჯდომარე);

აქტივობა N4 - „ცოდნა-იარაღია - ზესტაფონის აგრარული ბაზრის კვლევა“, ხელმძღვანელი: ნანა ნებიერიძე (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი);

აქტივობა N5 - „ქართული ვაზის ისტორია“, ხელმძღვანელი ( ია ღიბრაძე(ქიმია/ბიოლოგიის მასწავლებელი);

აქტივობა N6 - „წყაროების ისტორია-წარმოშობა“. ხელმძღვანელი: იზა ღიბრაძე(სკოლის დირექტორი), მაკა კობახიძე(დაწყებითების მასწავლებელი), ნანა მაღლაკელიძე(დაწყებითების მასწავლებელი), ნინო კაპანაძე(საბუნებისმეტყველოს მასწავლებელი);

აქტივობა N7 - „დედამიწა შველას ითხოვს“, ხელმძღვანელი: იზა ღიბრაძე(სკოლის დირექტორი), მაკა კობახიძე(დაწყებითების მასწავლებელი), ნანა ნებიერიძე(სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი), ნანა მაღლაკელიძე(დაწყებითების მასწავლებელი), ნინო კაპანაძე(საბუნებისმეტყველოს მასწავლებელი), თინა გეწაძე(დაწყებითების მასწავლებელი)

აქტივობა N8 - „რატომ ტირის დედამიწა?!“, ხელმძღვანელი: ირინე კვანტრიშვილი(რუსულის მასწავლებელი), პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა;

აქტივობა N9 - „სუფთა და დაბინძურებული გარემო“, ხელმძღვანელი: მარეხ გიორგაძე(ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).

იხილეთ ვიდეორგოლი:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება