სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, რეაბილიტირებულ სკოლას მწვანე ეზოთიც დავამშვენებთ“- ბარდნალის საჯარო სკოლამ სასკოლო პროექტების კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა
18-08-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პროექტმა - „ჩვენი სკოლის მწვანე ეზო“ სასკოლო ინიციატივების წახალისების კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან წერილი უკვე მიიღო.

სკოლაში პროექტის წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასიხარულო ამბავს ულოცავს და სჯერა, რომ მალე განახლებულ სკოლას გამწვანებული ეზოც დაამშვენებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულმა ქვემოთ მოყვანილმა ამ წერილმა ძალიან გამახარა! 

გილოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი - პროექტის თანაავტორს, აქტიურ და დაუღალავ კოლეგას, ლამზირა ონიანს! მჯერა, ჩვენს ახალრეაბილიტირებულ სკოლას ულამაზესი მწვანე ეზოთიც დავამშვენებთ!

ვულოცავ, ყველა გამარჯვებულ სკოლას, განსაკუთრებით კი - ჩვენი (ცაგერის) მუნიციპალიტეტიდან: ლაილაშისა და ლასურიაშის სკოლებს! კვლავაც გვეხაროს წარმატებებით!“,- აღნიშნავს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და განათლების სამინისტროდან მიღებულ წერილს გვიზიარებს. 

„მოგესალმებით,

როგორც თქვენთვის ცნობილია, „სასკოლო აქტივობების წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროს მიერ გამოცხადებული იყო სასკოლო პროექტების კონკურსი (მთის სტატუსის, საზღვრისპირა სოფლების და ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებისთვის). კონკურსის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა სკოლების მიერ წარმოდგენილი კონცეფციების განხილვას და მათგან იმ კონცეფციების შერჩევას, რომელთა საფუძველზე მომზადებული პროექტების წარმოდგენაც მოხდება კონკურსის მეორე ეტაპზე.

სულ შემოსული იყო 109 კონცეფცია, მათგან 58 - მა მიიღო დადებითი შეფასება, ხოლო 51-მა - უარყოფითი.

დადებითად შეფასებული კონცეფციების საფუძველზე, სკოლებმა უნდა მოამზადონ და სამინისტროს დასაფინანსებლად წარმოუდგინონ შესაბამისი პროექტები. პროექტების წარმოდგენის ფორმას და ვადებს მოგაწვდით სექტემბრის დასაწყისში.

პროექტებს განიხილავს კომისია და შეარჩევს გამარჯვებულ პროექტებს, რომლებიც დაფინანსებას 2022 წლის ბოლომდე მიიღებენ, ხოლო დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ 2023 წელს.

პატივისცემით, ქეთევან კურცხალია
I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ზოგადი განათლების სამმართველო
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი“, - ვკითხულობთ წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება