სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებელი, რომელმაც კაბინეტი დატოვა და სახლიდან 300 კილომეტრის მოშორებით ბუნებისმეტყველებას ასწავლის
29-03-2018
-
+


გომაროს საჯარო სკოლაში სამხედრო ცხოვრებიდან წამოსული ოფიცერი მალხაზ ფუტკარაძე ასწავლის, რომელმაც თბილისში ერთერთი წამყვანი თანამდებობა დატოვა და მაღალ მთაში მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებას ასწავლის. 

ინტერვიუ მასწავლებელთან სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მომზადდა.

„შენი შვილები აქ არიან, მე აქ ვარ და რატომ მიიღე გადაწყვეტილება რომ სკოლის მასწავლებლად  წახვიდე და თან სად? - სახლიდან 300 კილომეტრის მოშორებით, მაღალ მთაში, იქ სადაც მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია,“ - ხუთი წლის წინ უთქვამთ ოჯახის წევრებს მალხაზ ფუტკარაძისათვის, როცა მასწავლებლობის გადაწყვეტილება მიიღო და ადიგენის რაიონში გომაროს საჯარო სკოლაში სამუშაოდ წავიდა. მალხაზმა სიამაყით უპასუხა ოჯახის წევრებს რომ: „მასწავლებლობა ღვთის საქმეა, ასეც რომ არ იყოს ბავშვებთან ურთიერთობა და ცოდნის გაზიარება სიამოვნებას მანიჭებს“.

მალხაზ ფუტკარაძე თბილისიდანაა და ხუთი წელია რაც ადიგენის მუნიციპალიტეტის გომაროს საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებას ასწავლის.

დიდი სურვილი აქვს რომ თავიდანვე შეაყვაროს პატარებს ბუნების სასწაული და ახლოს გააცნოს ბუნებისგან მონიჭებული ავკარგიანობა.

სკოლაში წასვლამდე მალხაზ ფუტკარაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ერთერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა სრულებით არ უნანია რომ თავდაცვის სამინისტროში კაბინეტი დატოვა და სკოლაში, მოსწავლეებთან მუშაობა არჩია.

სამხედრო ცხოვრებიდან წამოსული ოფიცერი, ახლა უკვე სკოლის მასწავლებელი სამშობლოს სიყვარულს უნერგავს თითოეულ მოსწავლეს და პატრიოტიზმს ასწავლის. 

თავდაპირველად იყო სირთულეები, ოჯახის მონატრება, თუმცა სკოლის დირექტორმა მერაბ შავაძემ და მისმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ მალხაზ მასწავლებელს მისთვის უცხო გარემოს გამო სკოლის დატოვება არ ეფიქრა.

მალხაზ ფუტკარაძე საოცრად მალე დაუმეგობრდა როგორც თანამშრომლებს, ასევე რაიონის სკოლების მასწავლებლებს. მისმა მოსწავლეებმა იმდენად შეიყვარეს მასწავლებელი, რომ მუდამ ერთად იყვნენ - სახლში წასვლა არ უნდოდათ არც მოსწავლეებს და არც თავად მასწავლებელს. იყვნენ სკოლაში და ამზადებდნენ ათასგვარ აქტივობებს, პროექტებს.

„შეიყვარა ყველამ, დიდმა და პატარამ, როგორც მოსწავლეებმა ასევე მათმა მშობლებმა. მალხაზ მასწავლებელი სკოლის დატოვებას არასოდეს ფიქრობს და აგრძელებს დღესაც ჩვენს სკოლაში მოღვაწეობას,“ - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები. 

მალხაზ ფუტკარაძე არც ოჯახს ივიწყებს და მის პატარა შვილიშვილებს  ხშირად სტუმრობს თბილისში.

-  მალხაზ მასწავლებელო რა გაძლევთ ამხელა მოტივაციას?

- ყველაზე კარგი ის არის, რომ დამხვდნენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები. რა მაძლევს მოტივაციას? იმას, რასაც ვასწავლი, ბავშვები კარგად ითვისებენ. საოცარი გრძნობაა, როცა ხედავ, რომ შედეგზე გადიხარ. ჩემი პატარა სამოცდაათამდე მოსწავლე ყოველ დილით ახალ სიცოცხლეს მაძლევს. მათი ენერგია ჩემზე გადმოდის და ორჯერ მეტად სახალისო და საინტერესოა მათთან მუშაობა.
ვფიქრობ, რომ აქ ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა, ამდენი ბავშვის გარემოცვაში ვარ. ასევე მოტივაციას მმატებს ის რომ მე და ჩემი კოლეგები ერთმანეთს ვუცვლით და ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას.

- როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს დარჩებით სოფელ გომაროში?

- ამაზე მუდამ ვფიქრობ. ალბათ, დავრჩები, მანამ სანამ შესაძლებლობა მექნება. მომავალი სასწავლო წლის ბოლომდე რომ ვიქნები, ეს ნამდვილად ვიცი, რადგან ჩემი სადამრიგებლო კლასი საბაზო საფეხურს ამთავრებს და აუცილებლად მათ გვერდით უნდა ვიყო.


 © გომაროს საჯარო სკოლა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება