სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სერგიეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში წარმატებით წარდგა
27-07-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ნახევარფინალში წარმატებით წარდგა. 

ეკოკლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა მარიამ ქიქავამ და ბარბარე გაწერელიამ ჟიურის წევრებს კონკურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია და ნარჩენებისგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები წარუდგინეს. მათ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ეკოკლუბის წევრები არიან: მარიამ ქიქავა, ბარბარე გაწერელია, ლიზი ბედია, თინათინ ქიქავა, პავლე სურმავა, ელენე ცერცვაძე, მარიამ კუდავა, ნიკოლოზ ზარქუა და ნინი დანელია. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ინეზა ქუთათელაძე იყო.

სკოლა, კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ მადლობას უხდის.

ეკოკლუბს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სპეციალური პრიზები გადასცა. ასევე, სპეციალური პრიზები გადასცეს National Geographic Magazine საქართველომ და მარტვილის მერიამ.

ეკოკლუბელებს აფასებდნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ჟიურის წევრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019), ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ეკა თარგამაძე; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი, მურო თაკალანძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი, ანა მოსიაშვილი.

„აღსანიშნავია, სერგიეთის ეკოკლუბი სულ შვიდი თვის ჩართულია კონკურსში და ნახევერფინალში მიღწეული წარმატება მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი ფაქტორი გახდება მომავალი წარმატებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება