სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა სიხარულიძეს „ეტალონმა“ ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა
26-07-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯარო სკოლის მეათეკლასელი ლინდა სიხარულიძე საქართველოს იმ ოცდაათ წარმატებულ მოსწავლეს შორისაა, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზეს. 

ლინდა სიხარულიძე „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. შემაჯამებელ კონკურსამდე მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი და მეორე ეტაპები ბრწყინვალედ გადალახა და მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყო და სასახელოა. 

ლინდა სიხარულიძეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება