სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგმა ყველაფერი უნდა იცოდეს“... - გამოცდიდან გამოსული მასწავლებლები ტესტირების საჭიროებაზე საუბრობენ
15-07-2022
-
+


წამყვანისა და მენტორობის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდა პირველად ტარდება და საზოგადოებაში ერთგვაროვანი აზრი - უნდა ტარდებოდეს თუ არა მასწავლებელთა ტესტირება - დღემდე არ არსებობს. ამიტომ საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად მასწავლებლები - უნდა იყო თუ არა გამოცდები სტატუსის ასამაღლებლად? ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები Etaloni.ge-ს ესაუბრებიან:

„გამოცდა საჭიროა, მაგრამ ამისთვის პედაგოგი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. ის ზღვა მასალა, რომელიც მოგვცეს 1 წელიწადში შესასწავლი არ არის და ეს ფაქტია. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ბავშვები, კლასები და უამრავი სასკოლო საქმე.

ჯერ უამრავი ტრენინგი უნდა ჩაეტარებინათ და ეს გამოცდა შემდეგ ყოფილიყო. იყო გარკვეული ტრენინგები, თუმცა არასაკმარისი, რადგან ახალი სტრატეგიებია მოცემული და სულ სიახლეა. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს მარტივია, ასე არ არის, საკმაოდ რთულია. საკითხები იყო, როგორც ჩვენი პრაქტიკიდან ასევე, ამოცანები და დახურული კითხვები, რომლებიც ეხებოდა, როგორც კანონმდებლობას და ეროვნულ გეგმას. ფუნქციური წერა, რომელიც გენდერული კუთხით მედიაწიგნიერების შესახებ იყო, რომ გოგოები ვერ სწავლობენ კარგადო ნამდვილად ცუდია. რას ჰქვია, გოგოები ვერ სწავლობენ? მე თავად ქიმიკოსი ვარ, ვერ ვისწავლე ქიმია?! უამრავი ბრწყინვალე მათემატიკოსი ქალია ირგვლივ”.

„ვერ გეტყვით, რომ რთული იყო, თუ იმეცადინებდა მასწავლებელი, პლუს, საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებას გამოიყენებდა, საშუალო დონეზე მაინც უნდა დაძლიოს. ერთადერთი ბარიერია ცოტა გასათვალისწინებელი ფაქტორი, რადგან მენტორ მასწავლებლებს მაღალი ბარიერი გვაქვს; თუმცა, ალბათ ეს მოთხოვნებს შეესაბამება.

ღია დაბოლოებიანი კითხვები თითქმის სულ სასწავლო პროცესის განხილვა იყო ასე, რომ სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კითხვები იყო. ფუნქციური წერა იყო საწერი, დანარჩენი სასკოლო-სასწავლო ცხოვრებიდან გახლდათ მაგალითები განსახილველი. უნდა განგეხილა, გამოგეყო სტრატეგია, მეთოდი და მიგეცა რჩევა. ფუნქციური წერა კი ციფრულ მედიაწიგნიერებაზე იყო”.

„საკითხები სამსჯელო იყო, რომ ვთქვა მარტივი იყო, არა მაგრამ არც ისეთი რთული იყო პედაგოგს გასჭირვებოდა. ძირითადად საკითხები პედაგოგიური პრაქტიკიდან იყო, ის რაც პრაქტიკაში გვჭირდება. ყველა საკითხი მასწავლებლის საქმიანობასთან შესაბამისობაში იყო. ზოგადად მასწავლებლების საფეხურებად დაყოფა, ყოველ ჯერზე ეს გამოცდების ჩაბარება ვფიქრობ, არც ისე სახარბიელოა; თუმცა გამოცდას როგორი სირთულითაც ველოდი, ისეთი არ იყო. ისეთი საკითხები, რაც მასწავლებლის საქმიანობასთან  არ შეეხებოდა, ისეთი არაფერი იყო. საკითხები იყო თუ რა სტრატეგიებს გამოვიყენებდით, სიტუაციური ანალიზები - ის თუ ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით და რატომ?- ეს ყველაფერი უნდა დაგვესაბუთებინა. სულ 32 საკითხი იყო. ფუნქციური წერა ციფრული წიგნიერების შესახებ გახლდათ მოცემული, რომ გოგონებს არ შეუძლიათ ციფრული წიგნიერების გამოყენება არ შეუძლიათ, რადგან არსებობს სტერეოტიპი - გოგონებს ტექნიკური უნარები განვითარებული არ აქვთ. ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის უნდა მიგვემართა თხოვნით, რათა პროექტისთვის, რომელიც კონკრეტულად გოგონებში ცნობიერება ამაღლებულიყო ფინანსები გამოეყოთ. გამოცდიდან ბედნიერი გამოვედი, ვნახოთ რას ვიზამ”.

„ვფიქრობ, გამოცდები საჭიროა; რამდენჯერაც გამოცდა იყო დანიშნული იმდენჯერ გავდიოდი. ძალიან პრაქტიკული იყო და არც ისე რთული, რომ მასწავლებელმა მით უფრო მენტორმა და წამყვანმა ვერ დაწეროს. დადებითად ვაფასებ მით უფრო იმ ფონზე, რომ არც ტრენინგები გამივლია არც მოვმზადებულვარ”.

„უკვე ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ჩემი თავი მაინც გამოვცადე. საერთოდ არ მიმეცადინია, არც ტრენინგები გამივლია. ვნახოთ, თუ ჩავაბარებ... გამოცდა ძალიან რთულადაც არ მომეჩვენა. გამოცდის საჭიროებაზე კი რა ვთქვა? დავიღალე, ალბათ მასწავლებლებს 80 წლამდე გვაბარებინებენ გამოცდებს”.

„ზოგადად, პედაგოგმა ყველაფერი უნდა იცოდეს. გამოცდებს დადებითად შევაფასებ. პირადად მე უფრო რთულ საკითხებს მოველოდი, ვიდრე იყო. ვფიქრობ, ეს გამოცდები საჭიროა. დადებითი კუთხით იქიდან შეიძლება შევხედოთ, რომ დავიწყებულს გადაიმეორებ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება