სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ჩემთვის მომავლის სამჭედლოა“- მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
24-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების დაწყებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებლის და დირექტორის, მარინე ტაბატაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის...

- მეორე სახლია, ძალიან კარგი ადგილი, სადაც ხარ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მომავლის სამჭედლოა. ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ყოველდღიურად თვალსაჩინო ხდება, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის წარმატება და წინსვლა.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- იმედით მავსებს, იმის გამო, რომ სკოლაში მიღებული განათლებით, უნარ-ჩვევებით, ცნობიერებით, აღზრდით  საზოგადოების სრულფასოვან და საამაყო წევრებად გვევლინებიან, ისინი ხომ ჩვენი ღირსეული ცვლაა, ჩვენი საიმედო მომავალი.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- თანამედროვე უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, განათლებული ახალგაზრდობა, რომლებიც გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- უამრავი წარმატებით: მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში და სხვებთან ერთად ვიზიარებდით გამარჯვებებით გამოწვეულ სიხარულს. წელს ორი ოქროს მედალოსანი გვყავს.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- მეტი დრო გაატარონ შვილებთან და დააკვირდნენ მათ ქცევებს. აღმოაჩინონ მათი ინტერესები და ახალი სასწავლო წლიდან ერთობლივად გავაბრწყინოთ მათში მიმალული ნიჭები. 

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს თითოეულ მოსწავლეს და თანამშრომელს, რათა მეტი ენერგიით, მიზნებით და მოტივაციით შევუდგეთ ახალ სასწავლო წელს და მრავალჯერ გვეზეიმოს გამარჯვებებით.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება