სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი ოთხეული“- ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარეს
13-06-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „დიდი ოთხეული“, ხელოვნების პედაგოგის, მაია ბეჟანიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.

„დიდი ოთხეული“ - ასე ჰქვია იმ ბრწყინვალედ წარმოდგენილ შემაჯამებელ გაკვეთილს, რომელიც წარმოადგინეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის, მაია ბეჟანიშვილის ხელმძღვანელობით ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში.

მოგეხსენებათ, მე-19 საუკუნის დასაწყისში ქართულმა ხელოვნებამ თითქოს „გამოიღვიძა“. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, საქართველოში დამკვიდრებული სიმშვიდე იყო და, მეორე მხრივ, ქართველ ხელოვანებს უცხო ქვეყნებში სწავლის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. საქართველო დაუახლოვდა ევროპულ კულტურას, რისი გავლენითაც ჩამოყალიბდა ახალი გემოვნება, საზოგადოებაში გაჩნდა ახალი მოთხოვნები. თბილისში ჩამოყალიბდა ქართული ფერწერის სკოლა. განსაკუთრებით განვითარდა პორტრეტული ჟანრი. პორტრეტთა უმრავლესობა უცნობი ავტორების მიერაა შესრულებული. ყოველი მათგანის ხელწერა გამოირჩევა საკუთარი სტილით.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრად ამ დროს პარიზი გვევლინება. სწორად პარიზში გაემგზავრა ოთხი ახალგაზრდა ქართველი მხატვარი: ქეთევან (ქეთო) მაღალაშვილი, ლადო გუდიაშვილი , ელენე (ელიჩკა) ახვლედიანი და დავით კაკაბაძე, რათა გაცნობოდა ხელოვნებაში ახალ მიმდინარეობებსა და შეხედულებებს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში არსებობდა რამდენიმე სამხატვრო სკოლა, რომელმაც აღზარდა ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების მთელი თაობა. ქართველ მხატვრებს არ შეუქმნიათ ცალკეული ჯგუფები და მიმდინარეობები, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მუშაობდა და გამოირჩეოდა ინდივიდუალურობით.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ შექმნეს მკვეთრად გამორჩეული ნამუშევრები საკუთარი ხედვითა და ხელწერით და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქართულ ხელოვნების განვითარებაში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება