სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ჩემთვის არის ორგანიზატორული უნარებისა და რესურსების რეალიზების საშუალება“- ქობულეთის N1 სკოლის დირექტორი ნარგიზ რომანაძე
09-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორ, ნარგიზ რომანაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი, ჩემი სულის ნავსაყუდელი, ფიქრი, დარდი, სიხარული და სიამაყე, ჩემი ადამიანური  შესაძლებლობების, ფიზიკური, გონებრივი, ორგანიზატორული უნარებისა და რესურსების რეალიზების საშუალება ...

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ვგრძნობ, რომ აქ საჭირო ვარ, როცა ჩემს აქ ყოფნას ფუნქცია აქვს და დასახული მიზნის მიღწევა შემიძლია.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- სევდასა და იმავდროულად, სიამაყეს მგვრის. ვიცი, ჩვენგან წასული, დაფრთიანებული ახალგაზრდები „ჩემს ქვეყანას სამკაულად გამოადგებიან“.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- სწორი, მიღწევადი, ქვეყნის, ერის ეროვნული სულის საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ხედვა  და დაგეგმვა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- პანდემიის შემდგომ სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას და მათი წიგნიერების ამაღლებას.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ვულოცავ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, უფალმა ინებოს ყველას მშვიდობიანი და შინაარსიანი ზაფხული გვქონოდეს, რომელიც შემდგომი წარმატებების საწინდარი იქნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება