სიახლეები
სკოლები

„ნამდვილი მეხანძრეები“ და მასშტაბური ღონისძიება თბილისის N119 საჯარო სკოლაში
08-06-2022
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დირექციისა და პედაგოგების ჩართულობით, მასშტაბური ღონისძიება ჩაატარა. ეს გახლდათ თეორიული სწავლება, რომელშიც სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად, პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

იყო სიმულაციური და ინფორმაციული აქტივობები, და რაც მთავარია, თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზედმიწევნით გაიაზრეს სამოქალაქო უსაფრთხოების საფუძვლები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, როდესაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს. თქვენ წარმოიდგინეთ, სიმულაციური ევაკუაციის პროცესში სკოლის პერსონალმაც კი მიიღო მონაწილეობა. 

ამ დღეს თბილისის N119 საჯარო სკოლას ბავშვების ჟრიამული ისმოდა და თითოეული მოსწავლე უშუალოდ იყო ჩართული ღონისძიებაში, რაც, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორის, გულნაზ ლაზვიაშვილისა და ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მაია მუშკუდიანის დამსახურებაა.

მოგვიანებით, გულნაზ ლაზვიაშვილმა etaloni.ge-სთან პროექტიც შეაფასა, ზოგადად, მოსწავლეთა განვითრებისთვის მსგავსი აქტივობების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ისიც აღნიშნა, რომ ყოველთვის, ყველა მასწავლებელს დაუდგება მხარში: 

„როდესაც იდეის შესახებ შევიტყვე, მაშინვე დავინტერესდი... დღევანდელ პირობებში, ვფიქრობ, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციაში. ასეთ პრაქტიკულ ღონისძიებებს ყოველთვის მივესალმები და ურიგო არ იქნება, მსგავსი აქტივობები წელიწადში ორჯერაც ტარდებოდეს. ჩვენი სკოლის პედაგოგს, მაია მუშკუდიანს, რომელმაც სკოლის მხრიდან ყველაფერს გაუწია ორგანიზება, მხარში დავუდექი  და კიდევ, თუ მსგავსი აქტივობების ჩატარების იდეა ან სურვილი გაჩნდება არამხოლოდ მაია მასწავლებელს, არამედ ნებისმიერ პედაგოგს ჩემი მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს. ახლა, თეორიული და სიმულაციური აქტივობები ხანძრის შესახებ ჩატარდა, თუმცა შესაძლოა მომავალში მიწისძვრის შესახებაც მოვაწყოთ მსგავსი ღონისძიება“.

სკოლის დირექტორმა, Etaloni.ge-ს ისიც გაუმხილა, რომ პროექტის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა, თუმცა პანდემიის გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა... და მართლაც, პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, ბავშვები კი არაერთ საინტერესო პროექტს მოაკლო... სწორედ ეს დიდი მონატრება იგრძნობოდა თბილისის N119 საჯარო სკოლის ეზოში... მოსწავლეები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ თითოეულ აქტივობაში და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მშობლიური სკოლის შენობაში მეხანძრე-მაშველები დაინახეს...

- ნამდვილი მეხანძრეებიი... - გაისმა აქეთ-იქიდან... რამდენიმე ბავშვმა კი ჩაიჩურჩულა - რომ გავიზრდები, მეც მეხანძრე გამოვალ და ადამიანებს გადავარჩენო... იმ დღეს, სკოლის თითოეული მოსწავლე მეხანძრე-მაშველი იყო, რომელიც ზუსტად აცნობიერებდა, ამ პროფესიის მნიშვნელობას და რაც მთვარია, თითოეული მათგანი იყო ამაყი - მათ ხომ ნამდვილი მეხანძრეები სტუმრობდნენ.

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მაია მუშკუდიანმა სიმულაციურ ევაკუაციაში თავადაც მიიღო მონაწილეობა და უნდა ითქვას, რომ სწორედ მისი დამსახურებით, მოსწავლეებმა მეტად საჭირო თეორიული ცოდნა მიიღეს. ქალბატონმა მაიამ etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ აუცილებელია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს პრაქტიკული უნარები, როგორ იმოქმედოს საგანგებო სიტუაციაში. სწორედ ეს იყო ღონისძიების მიზანი, რომელიც, თამამად ვიტყვით - მიღწეულია:

„როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მსგავს საკითხებთან - როგორ იმოქმედონ საგანგებო სიტუაციისა და ევაკუაციის დროს - მჭიდრო შეხება მაქვს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ცოდნისა, ასევე მათი უსაფრთხოებისთვის ეს პროექტი მათთვის მნიშვნელოვანია.

სიმულაციურ ევაკუაციაში თავადაც ვმონაწილეობდი თუმცა, თავდაპირველად ეს გეგმაში არ მქონია, მერე კი ვიფიქრე - რატომაც არა?! - სადაც ჩემი ბავშვები არიან, იქ ვარ მეც! მით უმეტეს, რომ ჩემი სადამრიგებლო კლასი იყო ჩართული უშუალოდ სიმულაციურ ევაკუაციაში. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე, დაწყებითი კლასები მონაწილეობდნენ, მაგრამ ტრენინგები ზედა კლასებსაც ჩაუტარდათ; ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტში მთელი სკოლა ერთსულოვნად მონაწილეობდა. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური დაგვიდგა მხარში, ასევე მხარდაჭერა ადგილობრივმა თვითმმართველობამაც გამოგვიცხადა“, - აღნიშნა, მაია მუშკუდიანმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ“...

სკოლის დირექტორებმა სამეურვეო საბჭოს ანგარიში უნდა ჩააბარონ - ბრძანება

4 ფაქტორი, რის გამოც სკოლა შეიძლება გაუქმდეს - კანონი

მასწავლებელი, რომელსაც თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს

სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები
 
 
 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა

წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება