| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის IIა და IIბ კლასის მოსწავლეები დადიანების სასახლეში იმყოფებოდნენ.
მათ პედაგოგების ქეთევან ბერაისა და ლელა დანელიას ხელმძღვანელობით, მუზეუმში არსებული უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს.
შემდეგ მათ ლექცია „გაზაფხულზე“ მოსიმინეს. გარდა ამისა, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო. მათ, მიწოდებული მასალის გამოყენებით, საკუთარი ფანტაზიით გაზაფხულის სურათები შექმნეს.
აქტივობები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გაიმართა.
„ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ამღლებული განწყობით გადავიდნენ ნიკოსეულ სასახლეში, სადაც სალექციო ფორმატში მოისმინეს ლექცია - „გაზაფხულზე". ეს ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. მესამე ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოს, რომლის განხორციელებასაც მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ.
სწავლა კეთებით არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა.შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის, სწორედ ამიტომ პროექტი ორმაგად საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის. ეს დღე ლამაზ მოგონებად დარჩება მე-2 კლასელთა სასკოლო ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა